20 -წლამდელთა ნაკრების დაკომპლექტება დაიწყო

15, სექტემბერი 2017 10:34:00

20 -წლამდელთა ნაკრების დაკომპლექტება დაიწყო სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მოთამაშეები ბაჩი გრიგოლია, გიორგი მენაბდე ,ალეკო შამილიშვილი,მუხრან ბახტაძე, დურმიშხან ჯაბნიძე, ლაშა ზაქარაძე და ვიტალი კირინი შესარჩევ ეტაპს შევარდენის სარაგბო ბაზაზე გადიან.პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და იგი როგორც ინდივიდუალურ ვარჯიშებს ასევე ამხანაგურ თამაშებსა და თეორიულ მომზადებას მოიცავს. შერჩევის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო მოთამაშეებით რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები დაკომპლექტდება. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!

ჩვენი მხარდამჭერი


ქალაქ ბათუმის მერია