ევრო ტურნირები | ბათუმის სამატჩო 23

13, ოქტომბერი 2017 17:25:00

ხვალ, საქართველოს დროით 17 საათზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ‘ბათუმი’ ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე პირველ შეხვედრას გამართავს. მეტოქე იტალიური რაგბის ერთ-ერთი გრანდი ‘როვიგოა’, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ოთხეულს მიღმა ერთხელაც არ დარჩენილა.

 

ზღვისპირელები იტალიაში 12 ოქტომბერს გაემგზავრნენ. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობა, რომლითაც ახალ ტურნირზე პირველი წარმატების მოპოვებას ეცდებიან.

 

მატჩის სტრიმი

 

ჩვენდა სამწუხაროდ მატჩის ლაივსთრიმი საკითხი ჯერ კიდევ ღიადაა, ანუ ველოდებით მასპინძელი მხარისგან დასტურს, რომ სტრიმი იქნება. ამ საკითხის გადაწყვეტა ჩვენზე არაა დამოკიდებული. სიახლის შემთხვევაში ინფორმაციას იმავდროულად გავავრცელებთ.

 

ტურნირის შესახებ

 

ევროპული რაგბის კონტინენტის ფარი მესამე დონის ევროტურნირია და მისი ორი ფინალისტი 2018/2019 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფის საგზურს მიიღებს. პირველ, ჯგუფურ ეტაპზე 8 გუნდი მონაწილეობს და ისინი 2 ჯგუფში არიან განაწილებული. ‘ბათუმი’ „ბ“ ჯგუფში ‘კალვიზანოსთან’ (იტალია), ‘ლისაბონის უნივერსიტეტთან’ (პორტუგალია) და ‘პეტრარკასთან’ (იტალია) მოხვდა, ხოლო „ა“ ჯგუფში ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ (რუმინეთი), ‘როვიგო’ (იტალია), ‘ვიადანა’ (იტალია) და ‘ჰაიდელბერგი’ (გერმანია) გაერთიანდნენ.

 

ფორმატის თანახმად, თითო ჯგუფის თითო გუნდი, საპირისპირო ჯგუფის ოთხივე გუნდთან თითო შეხვედრას გამართავს - ორს სტუმრად და ორს შინ. შესაბამისად, ‘ბათუმს’ ‘როვიგოსთან’ (14 ოქტომბერს) და ‘ვიადანასთან’ (9 დეკემბერს) სტუმრად უწევს თამაში, ხოლო ‘ჰაიდელბერგს’ (21 ოქტომბერი) და ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ (რუმინეთი) ბათუმში მიიღებს.

 

ჯგუფების ორ-ორი მოწინავე მეორე ეტაპზე, პლეი ოფში გადის და „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი „ბ“ ჯგუფის მეორეს, ხოლო „ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანი „ა“ ჯგუფის მეორე გუნდს შინ და გარეთ ეთამაშება (2018 წლის იანვარში).

 

პლეი ოფის გამარჯვებულები მესამე ეტაპზე ერთმანეთს შინ და გარეთ შეხვდებიან (2018 წლის აპრილი) და გამარჯვებული ფინალში გასვლასთან ერთად 2018/2019 წლების ჩელენჯ ქაფის საგზურს მიიღებს. მეორე საგზურისთვის ასევე შინ და გარეთ რუსული კლუბები - ‘ენისეი-სტმ’ და ‘კრასნი იარი’ იბრძოლებენ, რომლებმაც „კონტინენტის ფარის“ ფინალში გასულ სეზონში ითამაშეს და წელს ჩელენჯ ქაფზე თამაშობენ.

 

ფინალური შეხვედრა 2018 წლის მაისში გაიმართება და გამარჯვებულს სპეციალური თასი გადაეცემა.

 

კონტინენტის ფარი | I ტური

 

14 ოქტომბერი. „მარიო ბეტალინი“. 17 საათი (საქ.დროით)

 

ხაზი (ბექები)

15. ბახვა კობახიძე, 14. ალექსანდრე ტუჩაშვილი, 13. გიორგი გოგიტიძე, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. დურმიშხან ჯაბნიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ზურაბ თუთბერიძე;

 

შერკინება  (ფორვარდები)

1. ირაკლი კვანტიძე, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. შოთა გოგისვანიძე, 4. ამირან მიქაძე, 5. სანდრო ქოიავა, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. არჩილ ალიქაძე, 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი.

 

მარქაფა

16. გიორგი მენაბდე, 17. მურმან ჯიჯავაძე, 18. ზურაბ ერისთავი, 19. ვანო ფუტკარაძე, 20. ჯონდი კორტავა, 21. ნიკა ნინიძე, 22. მანუჩარ გრიგოლია, 23. დათო ტრაპაიძე.

ჩვენი მხარდამჭერი


ქალაქ ბათუმის მერია