ისტორია

სარაგბო კლუბის ისტორია 1990 წლიდან იწყება. მაშინ მას ,,დელფინები“ ეწოდებოდა.  კლუბში  გაწევრიანებული იყო 40-მდე, 16 წლიდან 20 წლამდე  ბათუმელი ახალგაზრდა. 
გუნდმა 1996 წლამდე ითამაშა საქართველოს ჩემპიონატის  I-ლიგა და ეჭირა საპრიზო ადგილები. 1997 წელს გუნდი წარსდგა ახალი სახელით -  ,,დათვები“, მან წარმატებული ასპარეზობა დაიწყო  უმაღლეს ლიგაში. 
1999-2000 წ.წ.-ში გახდა საქართველოს ჩემპიონი; 
2001- 2002 წ.წ.-ში თასის მფლობელი; 
1998, 2001, 2009 წ.წ.-ში აიღო ვერცხლის მედალი; 
2004 წ. გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი 
გუნდმა ისპარეზა ევროპის რეგიონთა თასზე, სადაც ასპარესობდნენ საფრანგეთის, უელსის, დანიისა და ინგლისის რეგიონათა ნაკრებები და გახდა III ადგილის მფლობელი.
სარაგბო კლუბი „ბათუმი“,  2016-2017 წლის საქართველოს გათამაშების ვერცხლის მედლის მფლობელია  და ასევე  გასული ევროპული ტურნირის ,,ჩენელენჯის“ შესარჩევ ეტაპზეა. 
კლუბი  დაკომპლექტებულია როგორც ბათუმელი მორაგბეებით, ასევე ლეგიონერებით.  მას  80 -მდე ახალგაზრდა პროფესიონალი მორაგბე და დაახლოებით 500 -მდე მოზარდი ჰყავს.  
კლუბი ორიენტირებულია ახალგაზრდა მორაგბეების აღზრდაზე და ლეგიონერების რაოდენობის შემცირებაზე.
გუნდს ჰყავს ახალგაზრდა პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებმაც თავისი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში. ისინი არაერთი წელი თამაშობდნენ   წამყვან კლუბებში და ეხლა თავის ცოდნას  მშობლიურ კლუბს მოახმარენ.


ჩვენი მხარდამჭერი


ქალაქ ბათუმის მერია